ფეხბურთი

21:45 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალმა" პინოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ესპანურმა „ვილიარეალმა“ ნიჭიერ ნახევარმცველ იერემი პინოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ყვითელი სუმბარინას“ ვებგვერდი იტყობინება, 19 წლის ფეხბურთელი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პინომ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ვილიარეალში“ დაიწყო და მთავარ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. პინოს დებიუტი ესპანეთის ნაკრებშიც ჰქონდა, რომლის ღირსება უკვე ორჯერ დაიცვა.

0.11585