ფეხბურთი

22:20 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუპერის დაუდევარი შეცდომა დრ. კონგოს ნაკრებს მუნდიალის საგზურის დაკარგვის ფასად უჯდება

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა აფრიკის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში შინ უშუალო კონკურენტი ბენინის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ჯგუფში გადაასწრო და პლეი-ოფში გავიდა. თუმცა, შესაძლოა, წაგება ჩაეთვალოს, რაც ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი იქნება.

ამის მიზეზი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ექტორ რაულ კუპერისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დაუდევარი შეცდომა გახდება. კონგოს სწორედ არგენტინელი წვრთნის და როცა მისი გუნდი 2:0-ს იგებდა, ბოლო წუთებში ცვლილებები გააკეთა, მაგრამ რეგლამენტი დაარღვია.

კუპერმა 4 შეცვლა გამოიყენა, რაც ნებადართულია, მაგრამ მაქსიმუმ 3 პაუზის დროს, თუმცა, მან ოთხივე ცვლილება ოთხ სხვადასხვა მომენტში გამოიყენა, რითაც წესები დაარღვია.

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 11 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ თუ ამ მატჩში ტექინკური წაგება ჩაეთვლება, 8 ქულა ექნება, ხოლო ბენინს, რომელსაც ახლა 10 ქულა გააჩნია, 13 ქულა გაუხდება და პლეი-ოფშიც ის გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.

0.126261