პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ სერბეთთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება და პორტუგალია ყატარში აუცილებლად ითამაშებს.
„ფეხბურთმა არაერთხელ დაგვანახა, რომ ხანდახან ყველაზე მიხვეულ-მოხვეული ბილიკები ყველაზე სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. გუშინდელი შედეგი მძიმეა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მიზანი კვლავ ძალაშია და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იქამდე მისასვლელად. არანაირი საბაბი - პორტუგალია ყატარში წავა“, - დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრებმა A ჯგუფში პირველი ადგილი 20 ქულით დაიკავა, პორტუგალიამ კი 17 ქულით მეორე. პლეი-ოფის მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება.