სხვა

4:26 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელი სლოკარი პარალელურ სლალომში ბროლის თასს დაეუფლა

სამთო თხილამურობაში სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ პარალელურ გიგანტურ სლალომში, ჩემპიონი უკვე (ერთ რბოლაში) გამოვლინდა. ესაა სლოვენიელი ანდრეია სლოკარი, ვინც ავსტრიის ლეხში გამართული შეჯიბრის ფინალში, ნორვეგიელი თეა ლუიზე სტიერნესუნდი დაამარცხა.

ბროლის თასს ის იმ მარტივი მიზეზის გამო დაეუფლა, რომ მიმდინარე სეზონში, პარალელურ გიგანტურ სლალომში მხოლოდ ერთი რბოლა გაიმართა.

პირველ ცდაზე, სლოკარმა მეტოქესთან 0.12 წამი წააგო, მაგრამ მეორეზე ნორვეგიელს უფრო მეტით აჯობა და თავის კარიერაში, პირველად ავიდა კვარცხლბეკზე და ისიც, ბროლის გლობუსის მოპოვებით დააგვირგვინა.

მესამე ადგილი ნორვეგიელმა კრისტინ ლისდალმა დაიკავა. ფავორიტი, შვეიცარიელი ლარა გუტ-ბერამი, ვინც გიგანტურ სლალომსა და სუპერ გიგანტში მსოფლიო თასის მფლობელია და ვისთვისაც ეს მსოფლიო თასის მე-300 რბოლა იყო, შეჯიბრს გამოეთიშა.

0.128618