ფეხბურთი

10:58 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქული გუნდის სკაუტები შვედეთთან მატჩს აზაროვის გამო დაესწრნენ

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მცველის, ირაკლი აზაროვის თამაშის სანახავად ბათუმში, შვედეთთან მატჩს „ტრაბზონსპორის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

Karadenisgazete-ს ინფორმაციით, „ტრაბზონის“ სკაუტებზე აზაროვმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მათ უფრო მეტად ხვიჩა კვარაცხელია მოეწონათ. გამოცემა იმასაც წერს, რომ 2019 წელს, როდესაც ხვიჩა მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ წავიდა, შოთა არველაძემ ქართველი ფეხბურთელი თურქულ კლუბს ურჩია, მაგრამ მაშინ მათ 18 წლის კვარაცხელიას გადაბირება არ ისურვეს.

რაც შეეხება აზაროვს, „ტრაბზონის“ დაინტერესება ახალი სულაც არ არის და ზაფხულში თურქები აქტიურად ცდილობდნენ 19 წლის მარცხენა მცველის გაფორმებას.

აზაროვმა მიმდინარე სეზონში „დინამო ბათუმის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩში 4 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.116345