ბრაზილიის დიდი პრიზის სპრინტერული საკვალიფიკაციო რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო, ვინც სტარტზევე შეძლო მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვება და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
ფერსტაპენი ფინიშთან მეორე მივიდა, რისთვისაც თავისი ქულათა მარაგი ორით შეავსო და ამდენივეთი გაზარდა ლუის ჰამილტონთან უპირატესობა, რამაც 21 ქულას მაიღწია. თუმცა სპორტული რეგლამენტის დარღვევის (კვალიფიკაციის შემდეგ, ჰამილტონის მანქანას შეეხო) გამო, სტიუარდებმა ის 50 000 ევროთი დააჯარიმეს.
ჰამილტონმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სპრინტის რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მის მანქანაზე, DRS-ის გახსნისას დარჩენილი ღრიჭო, დასაშვებ 85 მილიმეტრზე მეტი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ბრიტანელი ფინიშთან მეხუთე მივიდა. კვირის რბოლას კი მეათე პოზიციიდან დაიწყებს, რადგან მის მანქანაზე, გუნდმა კიდევ ერთხელ შეცვალა ძალური დანადგარის კომპონენტი (შიდაწვის ძრავი).
სპრინტი მესამე ადგილზე დაასრულა კარლოს საინსმა, ვინც სტარტზე ფერსტაპენსაც გაასწრო, მაგრამ ჰოლანდიელმა მალევე დაიბრუნა მეორე პოზიცია.
ბრაზილიის დიდი პრიზი
სპრინტ რბოლა
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 29:09.559
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1.170
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 18.723
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 19.787
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 20.872
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 22.558
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 25.056
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 34.158
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 34.632
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 34.867
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 35.869
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 36.578
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 41.880
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 44.037
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 46.150
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 46.760
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 47.739
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 50.014
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'01.680
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'07.474
უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:12.114 (მე-9 წრე, 215.109 კმ/სთ)