ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-ს ეგიდით მეოთხე ბრძოლა გამართა და ამერიკელ კორტნი ქეისის გაეჯიბრა.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯოჯოუამ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მსაჯების გადაწყვეტილებით სამივე რაუნდის გამარჯვებულად ამერიკელი მებრძოლი გამოცხადაა - 30:27, 30:27, 30:27.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლამდე ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, 1.13 კგ-ით მეტი იყო, რის გამოც მეტოქეს თავისი ჰონორარის ნაწილი დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ ლიანა ჯოჯუამ UFC-ში უარყოფითი ბალანსი აქვს 1 მოგება და 3 მარცხი.