იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, რომელიც შვეიცარიასთან ფრედ 1:1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ვნერვიულობდით და ძალიან ბევრი კონტრშეტევა გავუშვით, თუმცა, მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. გულშემატკივრებს პატიებას ვთხოვთ. გპირდებით, რომ ორშაბათს ამ შეცდომას გამოვასწორებთ. რაც შეეხება ჟორჟინიოს გაცუდებულ პენალტს, ეს ყველას ემართება - დიდებულ ჩემპიონს და ჩვენს თერთმეტმეტრიანების შემსრულებელს დავეხმარებით, რომ ეს მომენტი გადალახოს.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩს რაც შეეხება, რთული გასვლითი შეხვედრა იქნება. ორი დღე გვაქვს მოსამზადებლად და ნებისმიერ ფასად უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიასა და შვეიცარიას 7-7 ტურის შემდგომ 15-15 ქულა აქვთ და პირველ-მეორე პოზიციას იყოფენ. ბოლო ტურში იტალიელები სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას ხვდებიან და იოლი გასეირნება არ ელით, რასაც ვერ ვიტყვით შვეიცარიაზე, რომელიც შინ ბულგარეთს დაუხვდება.