ფეხბურთი

20:00 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამბროზინი: "მჯერა, რომ შევჩენკო წარმატებას მიაღწევს - "ჯენოა" მისთვის კარგი შესაძლებლობაა"

იტალიური "მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა, მასიმო ამბროზინიმ "ჯენოას" მთავარ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკოს დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

"ანდრეის აქვს ენთუზიაზმი და მოკრძალება, ის თვისებები, რაც მნიშვნელოვანია ამ რთული საქმისთვის. მაგრამ, მას ასევე ესმის, რომ რთულ საქმეს შეეჭიდა.

გენუურ გუნდში მუშაობა კარგი შესაძლებლობაა. დიახ, შევამ უკრაინის ნაკრებში კარგად იმუშავა, თუმცა, საკლუბო მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს. მაურო ტასოტისთან მუშაობა, რომელსაც უკვე აქვს სერია A-ში დიდი გამოცდილება, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ის შევჩენკოს მარჯვენა ხელი იქნება", - განაცხადა მასიმომ.

შეგახსენებთ, რომ აბროზინი და შევჩენკო "მილანში" ერთად 8 წელი თამაშობდნენ. ბოლოს უკრაინელი სპეციალისტი 2016 წლიდან უკრაინის ნაკრებს ავარჯიშებდა და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა, შემდეგ კი მშობლიური ნაკრები დატოვა. მას საკლუბო დონეზე აქამდე არ უმუშავია.

0.120974