ფეხბურთი

13:45 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვარჯიშზე 3 წუთის დაგვიანებისთვის: ჩავის პირველი დაჯარიმებული ფეხბურთელი დემბელეა

უსმან დემბელე პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჩავის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში „ბარსელონაში“ დააჯარიმეს.

მოგეხსენებათ, ესპანელმა სპეციალისტმა კლუბში დანიშვნისთანავე 10 წესი შეადგინა, რომლის დარღვევა ფეხბურთელებს ეკრძალებათ. ერთ-ერთია ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მისვლა და დემბელემაც ეს წესი დაარღვია.

ESPN-ის ცნობით, ფრანგი შემტევი ბაზაზე დილის 08:33 საათზე მივიდა, მაშინ, როცა იქ 08:30 საათზე უნდა ყოფილიყო. როგორც ხედავთ უსმანმა მხოლოდ 3 წუთი დააგვიანა, მაგრამ მაინც დაჯარიმდა, თუმცა, მისი ზუსტი ოდენობა უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დემბელემ ვარჯიშზე დააგვიანა და წარსულში იგივე არაერთხელ მომხდარა.

0.136298