მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ანდორა პოლონეთს დაუპირისპირდა და 90 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ რიკარდ ფერნანდესი თამაშის დაწყებიდან 20 წამში გააძევეს. თამაში დაიწყო თუ არა, მე-12 წამზე ფერნანდესმა კამილ გლიკს სახეში იდაყვი უთავაზა, ამიტომაც, გააგდეს. წესის დარღვევა მე-12 წამზე დაფიქსირდა, ხოლო მსაჯმა წითელი ბარათი ჯიბიდან მეოცე წამზე ამოიღო.
რა თქმა უნდა, ისედაც აშკარა ფავორიტ პოლონეთის ნაკრებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია და მისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა 4:1 მოიგო.