ჩოგბურთი

19:44 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფები ცნობილია

ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა და საუკეთესო რვა ჩოგბურთელი ჯგუფებში გადანაწილდნენ. მწვანე ჯგუფში მოხვდნენ მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი (5), ანდრეი რუბლიოვი და კასპერ რუდი (8). წითელ ჯგუფ კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა: დანილ მედვედევი (2), ალექსანდრ ზვერევი (3), მატეო ბერეტინი (7), ჰუბერტ ჰურკაჩი (9).

სერბმა ჩოგბურთელმა 2021 წელი პირველ ნომრად დაასრულა და შეეცდება მეექვსედ მოიგოს შემაჯამებელი ტურნირი, ტრიუმფის შემთხვევაში კი რეკორდსმენ, ექვსგზის გამარჯვებულ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება. მეორე ნომერი დანილ მედვედევი კი მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს. რუსმა გასულ წელს ლონდონში მსოფლიოს პირველი, მეორე და მესამე ჩოგანი (ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და დომინიკ თიმი) დაამარცხა, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.

0.116614