ფეხბურთი

0:37 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩემს კარიერაში საუკეთესო თამაში იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც შვედეთის ნაკრებთან დუბლი შეასრულა და ვილი სანიოლის გუნდმა 2:0 მოიგო, კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ გამარჯვებით უფრო გახარებულია, ვიდრე გოლებით.

„დიახ, ალბათ ჩემს კარიერაში საუკეთესო თამაში მქონდა, რადგან დუბლი პირველად შევასრულე. ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ადვილი არ არის და ამით უფრო მოხარული ვარ, ვიდრე გოლებით. მინდა გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან 90 წუთის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. „დინამო არენა“ თუ „აჭარებეთ არენა“? ორივე, ორივეგან ჩემთვის ერთნაირად სასიამოვნოა თამაში. „დინამო არენაზე“ უფრო მეტი გულშემატკივარი ეტევა, მაგრამ დღეს რაოდენობრივი სიმცირე ნამდვილად არ გვიგრძნია და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ საბერძნეთთან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.

0.127827