კატალონიის „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჩავის ახალი ფეხბურთელების შესაძენად სერიოზულ ბიუჯეტს ვერ გამოუყოფს.
ESPN-ის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტს იანვარში გუნდის გასაძლიერებლად დაახლოებით 10 მილიონი ევრო ექნება. ჯერჯერობით უცნობია, ხსენებული ბიუჯეტით რომელ ფეხბურთელზე გააკეთებს აქცენტს ესპანელი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ სეზონი მძიმედ დაიწყო და ლა ლიგაში 12 ტურის შემდეგ 17 ქულით მეცხრე ადგილზეა. ჩავიმ რონალდ კუმანი შეცვალა, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი დებიუტი 20 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ მატჩში შედგება.