საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ბათუმში, "აჭარებეთ არენაზე" შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის დაწყებამდე ცოტა დროა დარჩენილი და უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც ასეთია:
საქართველო (3-4-2-1) ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, აზაროვი; წიტაიშვილი, კვარაცხელია; ოქრიაშვილი
შვედეთი (4-4-2): ოლსენი; კრაფტი, ლინდელოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი; კლაესონი, ოლსონი, სვანბერგი, ფორსბერგი; იბრაჰიმოვიჩი, ისაკი
შეგახსენებთ, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილი უკავია, ხოლო შვედეთი 15 ქულით ლიდერია და მუნდიალის საგზურის მოპოვებასთან საკმაოდ ახლოსაა.