ფეხბურთი

17:24 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე რუსულ კლუბს დაუკავშირეს

ქართველი მწვრთნელის, შოთა არველაძის სახელი რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „კრასნოდარს“ დაუკავშირეს. როგორც Sportarena იტყობინება, 44 წლის ვიქტორ გონჩარენკოს გათავისუფლება ემუქრება.

რუსულ გუნდში მის შემცვლელად კი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ - დომენიკო ტედესკო, შოთა არველაძე და იგორ შერევჩენკო.

ქართველი სპეციალისტი გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული უკლუბოდაა. თუმცა, ცოტა ხნის გავრცელდა ცნობა, რომ მან სულ მალე ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარი „ჰალ სიტი“ უნდა ჩაიბაროს, რომელსაც მისი თურქი მეგობარი ყიდულობს.

აქვე გეტყვით, რომ „კრასნოდარმა“ რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო 3 მატჩი წააგო და 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102474