სხვა

3:09 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენესუელელი სამხტომელი რეკორდული სეზონის გამეორებას გეგმავს

ვენესუელელმა სამხტომელმა იულიმარ როხასმა გასულ სეზონში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როიტერსთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ახალ სეზონში, მიღწევების გამეორებას გეგმავს. ოღონდ, ოლიმპიური ოქროს ნაცვლად, მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მოპოვებას აპირებს.

როხასი მსოფლიო რეკორდსმენია როგორც ღია, ასევე დახურულ არენებზე. ტოკიოს ოლიმპიადაზე გამრჯვება მსოფლიო რეკორდთ მოიპოვა - 15.67 მეტრზე გადახტა. 26 წლის ათლეტი ამბობს, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას, როგორც ღია, ისე დახურულ არენაზე გეგმავს. გარდა ამისა, როხასის კიდევ ერთი მიზანი, ბრილიანტის ლიგაზე კიდევ ერთხელ გამარჯვებაა.

„ოპტიმალურ ფორმაში უნდა ვიყო, რათა ტიტულის დაცვა შევძლო. ვთხოვ ყველას, ვინც მიყურებს, მქომაგობს, ვინც ჩემში თავის თავს ხედავს, ვისაც ესმის, თუ რას ვამბობ... იბრძოლონ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად, არასდროს დანებდნენ და საკუთარ თავს არავითარი შეზღუდვები არ დაუწესონ. რადგან შეზღუდვები მხოლოდ თავში არსებობს“, - ამბობს როხასი, ვისაც ვენესუელაში ლა რეინას, დედოფალს უწოდებენ.

0.150779