კალათბურთი

10:26 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ შინ უკრაინულ „პრომეტეის“ უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ შეხვედრაში 80:78 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ესპანელებმა სწორედ ორქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ქართველმა ცენტრმა, რომელიც ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, პარკეტზე 16:55 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 14 ქულით, 4 მოხსნით და 2 პასით შეეწია. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფეს“ A ჯგუფში 3 გამარჯვების წილ 1 მარცხი აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში ესპანური კლუბი 8 დეკემბერს, „ლუდვიგსბურგს“ უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფის ლიდერია.

0.144153