ფეხბურთი

22:20 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად რამსდეილი დაასახელეს

ლონდონის "არსენალის" ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა აარონ რამსდეილი გამოკითხვის შედეგად დაასახელეს. როგორც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ხმების 60 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე ემილ სმიტ როუ გავიდა, ხოლო მესამეზე - გაბრიელი.

რამსდეილი "არსენალმა" 2021 წლის ზაფხულში "შეფილდ იუნაიტეტიდან" დაიმატეს. გასულ თვეში აარონმა ოთხ შეხვედრა ჩაატარა, "ასტონ ვილასთან" (3:1) და "კრისტალ პალასთან" (2:2) ინგლისელმა სამი გოლი გაუშვა, ხოლო "ბრაიტონთან" (0:0) და "ლესტერთან" (2:0) კარი მშრალად შეინახა.

0.113347