ფეხბურთი

14:23 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო "სპარტაკის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ჯენარო გატუზო დაინიშნოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, რუსული კლუბისთვის „რინო“ პრიორიტეტული ვარიანტია.

როგორც itasportpress-ი წერს, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობა რუი ვიტორიას შემცვლელად პირველ რიგში სწორედ გატუზოს განიხილავს, რომელიც ამჟამად უმუშევარია. იტალიელმა სპეციალისტმა გასული სეზონის ბოლოს „ნაპოლიდან“ დაითხოვეს, შემდეგ ზაფხულში „ფიორენტინა“ ჩაიბარა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო პოსტი 3 კვირაში დატოვა, ისე რომ, ფლორენციულ გუნდს მისი ხელმძღვანელობით ერთხელაც არ უთამაშია.

გარდა ამისა, წყაროს თანახმად, მოსკოველები გატუზოს 3-წლიან კონტრაქტს და იმაზე ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე „ნაპოლიში“ მუშაობის პერიოდში იღებდა.

აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის „სპარტაკი“ სეზონს წარუმატებლად ატარებს და რუსეთის პრემიერლიგაში 18 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა.

0.113602