იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩების წინ რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე გამოაკლდა.
გამოცდილი ფორვარდი ტრავმირებულია და რობერტო მანჩინიმ მის ნაცვლად „სასუოლოს“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ იმობილე „სკუადრა აძურას“ ოქტომბერში, ერთა ლიგის მატჩებშიც ვერ დაეხმარა.
იტალიის ნაკრებს ტრავმების გამო მიმდინარე შეკრებაზე ლორენცო პელეგრინი და ნიკოლო ძანიოლოც გამოაკლდა, რომლებიც დანილო კატალდიმ და მატეო პესინამ ჩაანაცვლეს, ხოლო ჯორჯო კიელინის, ნიკოლო ბარელასა და ალესანდრო ბასტონის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა.
იტალიის ნაკრები ჯგუფს 14 ქულით შვეიცარიასთან ერთად ლიდერობს და 12 ნოემბერს, რომში სწორედ მას დაუპირისპირდება, ხოლო 15 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.