ჩავიმ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ესპანელი სპეციალისტის განკარგულებაში ამ დროისთვის გუნდი სრული შემადგენლობით არ იმყოფება, რადგან ფეხბურთელების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში არიან.
პირველ ვარჯიშს ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარდა, კლუბის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა - პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი. მიმდინარე კვირაში კიდევ სამი ვარჯიშია დაგეგმილი, ხოლო შაბათ-კვირას გუნდი დაისვენებს.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი დებიუტი 20 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ მატჩში შედგება. ჩავის 1998-2015 წლებში „ბარსელონას“ რიგებში 767 შეხვედრაში 85 გოლი აქვს გატანილი.