ფეხბურთი

15:47 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და შვედეთის მატჩს ნიდერლანდელები იმსაჯებენ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსაუხრება.

უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი სერდარ გიოზიუბიუიუკი იქნება, ხოლო მის ასისტენტებად იოოსტ ვან ზუილენი და იოჰან ბალდერი იმუშავებენ. მე-4 მსაჯის ფუნქციას იეროენ მანშოტი შეასრულებს, ხოლო VAR-ის ოთახში სანდერ ვან დერ ეიკი და იოეხიმ კამპუისი იმუშავებენ.

36 წლის გიოზიუბიუიუკი გამოციდლი არბიტრია, რომელიც წლებია ნიდერლანდების ერედივიზიონისა და ევროთასების მატჩებზე მუშაობს. ბოლოს მან 5 ნოემბერს, „ვოლდენამისა“ და „ემენის“ დაპირისპირება განსაჯა. ზოგადად, მას კარგად იცნობს გურამ კაშია, რომელსაც არაერთხელ მოუწია "ვიტესში" მისი მსაჯობის ქვეშ თამაში, იგივე ითქმის ვაკო ყაზაიშვილზეც.

ამასთან, 2012 წელს ნიდერლანდელმა მსაჯმა საქართველოსა და ხორვატიის 19-წლამდე მატჩი განსაჯა, ხოლო 2019 წელს დუბლინში, ირლანდია - საქართველოს შეხვედრა განსაჯა და კაშიას ყვითელი ბარათიც უჩვენა, ისევე, როგორც ჯაბა კანკავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

0.118032