ფეხბურთი

15:11 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიის ნაკრებში კორონავირუსი გავრცელდა. „ბუნდესნაკრების“ ერთ ფეხბურთელს, რომელიც ვაქცინირებულია, კოვიდ-19 დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

ფეხბურთის ფედერაცია დაინფიცირებულის ვინაობას არ ასაჯაროვებს, მაგრამ წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და უსიმპტომოა. გარდა ამისა, ნაკრების შტაბის 4 წევრი კარანტინში უსაფრთხოების მიზნით გადავიდა.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვოლფსბურგში, ლიხტენშტეინს უმასპინძლებს და ერევანში სომხეთს ესტუმრება. ჰანსი ფლიკის გუნდს მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

0.13417