კალათბურთი

12:31 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: 2 სამმაგი დუბლი, ენტონი დევისის 32 ქულა - "ლეიკერსმა" OVER TIME-ში მოიგო (+VIDEO)

NBA-ში ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მიჯრით 2 მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, რომელიც შინ „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდა და ფრენკ ვოგელის გუნდს მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა. მატჩის ძირითადი დრო 115:115 მორჩა. OVERTIME-ში კი ლოს ანჯელესელებმა 11:8 იმარჯვეს და დამატებით დროში სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. პირველი ეს 26 ოქტომბერს „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გააკეთეს. „ჰორმეტსმა“ კი თავის მხრივ ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და „ლეიკერსმა“ პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ქულის სხვაობით 61:60 იმარჯვა. მესამე პერიოდში კი „ჰორნეტსს“ +8 გაქცევა ჰქონდა, მაგრამ „ლეიკერსმა“ ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრა, შემდეგ კი წინ თავად გავიდა +7 - (94:87).

მატჩის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე ლოს ანჯელესელები 5 ქულით იგებდნენ, თუმცა ჯერ პლუმპიმ 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო 29 წამით ადრე მაილს ბრიჯისმა მაშინ, როდესაც შეტევისთვის „ჰორნეტსს“ ჯერ კიდევ 18 წამი რჩებოდა, სამქულიანი ისროლა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილი 23 წამი "ლეიკერსმა" წინ გასასვლელად ვერ გამოიყენა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო.

ბოლო წამებზე კოდი მარტინმა 3-იანი ისროლა და კიდევ ერთი ოვერტაიმის შანსი იყო, თუმცა, ფარს ააცილა და „ლეიკერსმა“ მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში გუნდის ლიდერობა კვლავ ენტონი დევისმა ითავა. მან 43:35 წუთში 32 ქულით, 12 მოხსნით, 4 პასით და 5 დაფარებით ორმაგი დუბლი სეზონში მეექვსედ შეასრულა.

მეორე სამმაგი დუბლი მიითვალა რასელ ვესტბრიუკმა. 32 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა საკუთარ გუნდს 17 ქულა, 12 მოხსნა და 14 პასი შესძინა.

10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო კარმელო ენტონიმ. 37 წლის ფორვარდს 29 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა. მას 59-დან 38 სამქულიანი დაუგროვდა, რაც 64.4% შეადგენს და მიმდინარე სეზონში NBA-ში მესამე ადგილზეა ჩაგდებული სამქულიანებით.

დამარცხებულთაგან ტერი როზე გამოირჩა, რომელმაც 29 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 3 პასიც გაახერხა, ხოლო ლამელო ბოლს 25 ქულით, 15 მოხსნით და 11 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი ჰქონდა.

„ლეიკერსს“ 6 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს. ვოგელის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას კი 11 ნოემბერს, „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.ხოლო „შარლოტ ჰორნეტსს“ 5 მოგების წილ 7 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ჯეიმს ბორეგოს მომზადებული გუნდი 11 ნოემბერს „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

0.119614