რუს ბოდიბილდერ ასულს, ელენა რასპოპინას როგორც იტყვიან მთელი ცხოვრება “დანის წვერზე უწევს სიარული“, რადგან თან უნდა რომ ბოდიბილდში წარმატებული იყოს და ამასთან ერთად არ სურს ვარჯიში ზედმეტი მოუვიდეს, კუნთები ბატიბუტებივით დაიყაროს და თავისი უშხვართესი სხეული დაიუშნოოს.
უცნაურია, მაგრამ ელენას “ოქროს შუალედში“ მოძრაობა ძალიან კარგად გამოსდის და ეს თუნდაც იმით დადასტურდა, რომ ამ ერთი თვის წინ ბოდიბილდერთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო, რაც დღენიადაგ სავარჯიშო დარბაზში მყოფ გოგონებსაც კი მიუღწეველ ოცნებად აქვთ ქცეული.
ელენა რასპოპინას მაგარ ტანზე ყოფნა პრაქტიკული მიზნებითაც სურს. სპორტსმენის გარდა იგი ფოტომოდელიცაა და რამდენიმე რუსულ ბულვარულ ჟურნალთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. ფოტომოდელის წარმატებულ კარიერას კი მოგეხსენებათ გარეგნობაზე მუდმივი ზრუნვა და სმა-ჭამის კონტროლი სჭირდება.