ფეხბურთი

10:24 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "არსენალიდან" სადმე უნდა წავსულიყავი, შეთავაზებები ბევრჯერ მქონდა"

ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალიდან“ უფრო ადრე უნდა წასულიყო. ფრანგმა სპეციალისტმა გაიხსენა, რომ თავის დროზე ბევრი წინადადება ჰქონდა და კონკრეტული კლუბები და ეროვნული ნაკრებებიც დაასახელა.

„მე მთლიანად კლუბთან იდენტიფიცირებული ვიყავი და ეს შეცდომა იყო. პრობლემა ის არის, რომ ძალიან მიყვარს ის ადგილი, სადაც ვარ, უფრო სწორად, სადაც ვიყავი. ვწუხვარ ამის გამო, სადმე უნდა წავსულიყავი.

ხანდახან მაინტერესებს, რა მოხდა წაუგებელი სეზონის შემდეგ. გადამწყვეტი მომენტი 2007 წელი იყო. სწორედ მაშინ ვიგრძენი დაძაბულობა დირექტორთა საბჭოში. დღესაც მაინსტერესებს, სწორად მოვიქეცი თუ არა, რომ კლუბში დავრჩი, რადგან ამის შემდეგ ცხოვრება არასდროს ყოფილა ისეთივე, როგორც ადრე. შემეძლო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა, ორჯერ თუ სამჯერ მივიღე ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე წინადადება, შემეძლო წასვლა „რეალში“, „იუვენტუსში“, „პარი სენ ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ კი. ახლა უკან დაბრუნების მიზეზი არ არსებობს. სიყვარულის ისტორიის დასასრული ყოველთვის სევდიანია“, - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Daily Mail-ი.

შეგახსენებთ, არსენ ვენგერი „არსენალში“ 1996-2018 წლებში მუშაობდა, ხოლო 2019 წლიდან ფიფას გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელად მუშაობს.

0.12809