ფეხბურთი

20:01 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დინო ჰამზიჩმა "ტორპედო" დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ დინო ჰამზიჩმა დატოვა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დადასტურა.

ბოსნიელ მეკარესა და კლუბს შორის ხელშეკრულება ვადაზე ადრე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

დინო ჰამზიჩი ქუთაისის „ტორპედოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 20 შეხვედრაში ითამაშა, მათ შორის, 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. შეგახსენებთ, რომ ბოსნიელი კარის დარაჯი მანამდე წლების განმავლობაში საჩხერის „ჩიხურას“ ღირსებას იცავდა.

0.113198