ჟოზე მოურინიოს მდგომარეობა „რომაში“ დღითიდღე რთულება. პორტუგალიელი სპეციალისტი საჯაროდ გამოხატავს უკმაყოფილებას თავისი ფეხბურთელების სათამაშო დონით.
იტალიური მედიის ცნობით, მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ისაუბრა, რომ ფეხბურთელები არ არიან დასახული მიზნებისთვის შესაბამისი კლასის. ჟოზემ არაერთხელ ჟურნალისტების წინაშეც თქვა, რომ მის განკარგულებაში მხოლოდ 12 ფეხბურთელია და არ შეუძლია როტაციის გაკეთება.
„რომამ“ ბოლო შვიდ მატჩში ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი მოიგო და მათ შორის, ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ 1:6 განადგურდა, ხოლო ბოლო ტურის მატჩი „ვენეციასთან“ წააგო (2:3).
გავრცელებული ცნობით, მოურინიოს კლუბის სპორტულ დირექტორ ტიაგო პინტოსთანაც შელაპარაკება მოსვლია, რადგან მან არ გააძლიერა ის პოზიციები, რომელიც გაძლიერას საჭიროებდა. ამრიგად, მოურინიოს რომაულ კარიერაში პირველი ბზარები უკვე გაჩნდა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მხარეებმა განშორებაც გადაწყვიტონ.