მადრიდის „რეალი“ ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ექვს ფეხბურთელთან განშორებას აპირებს, რომლებიც კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედიან.
იტალიელი სპეციალისტის „შავ სიაში“ გარეთ ბეილი, მარსელო, ლუკა იოვიჩი, ხესუს ვალიეხო, ედენ აზარი და ისკო მოხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებულ ფეხბურთელებს კლუბი სატრანსფერო ბაზარზე დააყენებს.
თუ რომელიმე მოთამაშეზე „რეალი“ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ ესპანელები მზად არიან ამ შემთხვევაში ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტონ.
მადრიდელთა მიზანია, რომ სახელფასო ბიუჯეტი ზაფხულამდე კილიან მბაპესთვის გამოათავისუფლონ. გარდა ამისა, ესპანური გრანდისთვის ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის განახგრძლივება პრიორიტეტია და ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.