კალათბურთი

14:16 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 11 ქულა და ცსკა-ს ზედიზედ მეორე მარცხი VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა უშუალო კონკურენტ ყაზანის „უნიქსს“ ესტუმრა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. დმიტრი იტუდისის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 64:69 წააგო.

თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 28:15 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თორნიკემ 2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც მოსკოველთა რიგებში საუკეთესო შედეგი იყო.

ცსკა-ს 4 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 დეკემბერს, „ლოკომოტივს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119908