ჭიდაობა

22:48 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: თემურ ბერუაშვილის ბრინჯაოს მედალი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე თემურ ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ამ ერთადერთი მედლით დაასრულა.

74 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა და გამოიყენა კიდეც თემურ ბერუაშვილმა, რომელმაც იტალიელი იაკოპო მაზოტი 11:0 და თურქი ისა დემირი 13:5 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ჩერმენ ვალიევთან 0:6 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს, მოლდოველ ვასილიე დიაცონს მოუგო. ბრძოლა 3:3 დასრულდა, მაგრამ ბოლო 2 ქულა ქართველმა მიითვალა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ამრიგად, ეს ერთადერთი მედალია, რომელიც 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, მთლიანობაში კი ხალიჩაზე 10 ქართველი მოჭიდავე გავიდა. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა, რომელიც საქართველოსთვის უფრო წარმატებული გამოდგა - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.

0.119931