ფეხბურთი

21:19 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ეროვნულ ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური „თელავისა“ და „საბურთალოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

პირველივე ტაიმში კახელებმა ფირუზ მარაქველიძისა და ნათან ჟუნიორის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ. მეორე ნახევარში გიორგი გულიაშვილმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„თელავმა“ 38 ქულა დააგროვა და პლეი-აუტის ზონას სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 5 ქულით უსწრებს, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა. „საბურთალოში“ კი ლევან კორღალიძის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა და თბილისური გუნდი კონფერენს ლიგის ზონას უკვე 9 ქულით ჩამორჩა და შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

„თელავი“ – „საბურთალო“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 მარაქველიძე (13), 2:0 ნათან ჟუნიორი (18), 2:1 გულიაშვილი (90)

0.116452