ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელია. უკრაინელმა სპეციალისტმა „გრიფონესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ინფორმაცია გენუელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შევჩენკო 2016 წლიდან უკრაინის ნაკრებს ავარჯიშებდა და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა, შემდეგ კი მშობლიური ნაკრები დატოვა. მას საკლუბო დონეზე აქამდე არ უმუშავია.
"იწყება ახალი გამოწვევა "ჯენოასთან" ერთად მისი ისტორიის სიმაღლეზე დასაბრუნებლად", - დაწერამ სოციალურ ქსელში ანდრეიმ, რომელსაც საფეხბურთო კარიერის ოქროს წლები სწორედ იტალიას უკავშირდება, სადაც „მილანის“ რიგებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
აქვე გეტყვით, რომ „ჯენოამ“ მიმდინარე სეზონი ძალზე წარუმატებლად დაიწყო და 12 ტურის შემდეგ 9 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. სწორედ ამიტომ, გენუური კლუბიდან დავიდე ბალარდინი დაითხოვეს და მისი ადგილი შევჩენკომ დაიკავა.