ფეხბურთი

13:34 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "დაკარგული ქულების გამო უნდა ვბრაზობდეთ"

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და ფლორენციის „ფიორენტინას“ 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა და როგორც აღნიშნა, მისმა გუნდმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მნიშვნელოვანი ქულები უკვე დაკარგა.

„უპირველეს ყოვლისა ბედნიერი ვარ რუგანის გამო, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრაქტიკულად არ უთამაშია, ლუკა პელეგრინით, რომელიც კარგად ჩაერთო და ასევე მთელი გუნდით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მენტალურად კარგად ვმართეთ თამაში, კმაყოფილები ვართ გამარჯვებით, მაგრამ გაბრაზებულები უნდა ვიყოთ „სასუოლოსთან“ და „ემპოლისთან“ შინ, უდინესა და ვერონაში დაკარგული ქულებით, რადგან ჩვენთვის ეს მძიმე ქულებია. ახლა კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ასევე გაბრაზებლები და არ დავივიწყოთ ის, რომ ქულები დავკარგეთ, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა. კმაყოფილი ვარ თამაშით, მოგება მორალურად გვაძლიერებს, მაგრამ ამან არ უნდა შეამციროს კონცენტრაციის დონე, პირიქით, უნდა გავზარდოთ, რადგან თამაშების მოგება ადვილი არ არის. ლამაზად თამაში? “, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს და „ფიორენტინასთან“ ერთად მეშვიდე-მერვე ადგილს იყოფს, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, სტუმრად რომის „ლაციოს“ შეხვდება.

0.115057