კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, რისი წყალობითაც ნიქოზიის „აპოელმა“ ლიმასოლის „აელი“ 3:0 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. გიორგიმ მეტოქის კარი 72-ე წუთზეც დალაშქრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მას 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა 74-ე წუთამდე ითამაშა, ბუბა დაუშვილი კი ტრავმირებულია.
„აპოელმა“ ბოლო ოთხ თამაშში 10 ქულა მოიპოვა, 13 ქულით მეოთხე ადგილზე აღზევდა და მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, ლარნაკას აეკ-ს შეხვდება,