ფეხბურთი

17:25 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის ჰეთ-თრიქი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლგიის მეათე ტურში დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გოლებით „ზირა“, რომელიც 59-ე წუთამდე 1:3 მარცხდებოდა, წაგებას გადაურჩა და ქულა მოიპოვა - 3:3.

ვოლკოვმა თავი მე-5, 59-ე და 81-ე წუთებზე გამოიჩინა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან შეუცვლელად ითამაშა. 26 წლის ფორვარდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია, უახლოეს მდევარ, „ყარაბღის“ შემტევ ფილიპ ოზობიჩს კი 2 გოლით უსწრებს.

„ზირა“ 10 ტურის შემდეგ 16 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ნოემბერს, შინ „საბაილს“ დაუპირისპირდება.

0.124011