ფეხბურთი

13:41 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლატენბურგი: "ატლეტიკოს" პენალტი კომპენსაცია იყო, რადგან რამოსის გოლი თამაშგარედან ჩავთვალე"

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა 2015-2016 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელიც „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გაიმარა.

კლატენბურგმა თქვა, რომ პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, რის გამოც მეორე ნახევარში კომპენსაციის სახით „რეალის“ კარის მიმართულებით პენალტი შეგნებულად დანიშნა, რადგან მაშინვე იცოდა, რომ გადაწყვეტილება საეჭვო იყო.

„პირველი გოლის დროს სერხიო რამოსი თამაშგარეში იყო. მაშინვე მეეჭვებოდა, რომ გარეთ ბეილი ბურთს შეეხო, მაგრამ ჩემს ასისტენტს ვკითხე და ვერაფერი მიპასუხა, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სტადიონის ხმაურის დროს, შეხების მოსმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაშინ VAR-ი არ იყო და ამიტომ, გოლი ჩავთვალე. გამიმართლა, რომ მეორე ტაიმში ტორესმა პეპეს დაასწრო, ძალიან სუბიექტური მომენტი იყო, 50-50%-ზე, მაგრამ პენალტი დავნიშნე, რადგან „რეალმა“ მანამდე გოლი თამაშგარედან გაიტანა. პეპემ მითხრა, რომ თამაშის წესი არ დაურღვევია, მე კი ვუპასუხე, რომ მათი გოლი წესების მიხედვით არ გასულა. „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს შეეძლოთ ყველაფერი ჩემზე დაებრალებინათ, მაგრამ დანიშნული პენალტის შემდეგ ამას ვეღარ გააკეთებდნენ“, - თქვა კლატენბურგმა ბრაზილიურ მედიასთან.

შეგახსენებთ, ანტუან გრიზმანმა ინგლისელი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა და ხარიხას გაარტყა, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდმა მოგვიანებით იანიკ ფერეირა-კარასკოს გოლით ანგარიში მაინც გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა „რეალმა“ პენალტების სერიაში მოიგო, კლატენბურგმა კი სამსაჯო კარიერა 2017 წელს დაასრულა.

0.112504