ფეხბურთი

23:15 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„სკუადრა აძურას“ თავკაცმა გუნდში 28 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც „ტორინოს“ ნახევარმცველი ტომაზო პობეგა დებიუტანტია. იტალიას ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი მარკო ვერატი, რომელსაც ტრავმა აქვს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დავიდე კალაბრია (მილანი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ლიონი, საფრანგეთი), ჯანლუკა მანჩინი (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), ტომაზო პობეგა (ტორინო), სანდრო ტონალი (მილანი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო)

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები 12 ნოემბერს, რომში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება. იტალია და შვეიცარია ჯგუფში 14-14 ქულით ლიდერობას იყოფენ და წინ გადამწყვეტი შეხვედრა ელოდებათ.

0.112674