ძიუდო

19:02 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეკო მამიაშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ძიუდოში ალეკო მამიაშივლი (73 კგ) ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძვის.

მამიაშვილმა ფინალამდე ბელარუსი რუსლან ჰალავაჩოუ, ბულგარელი მარკ ჰრისტოვი, უნგრელი დანიელ შეგედი და მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში მისი მეტოქე არმენ აგაიანი იქნება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის გიორგი თუთაშვილი (66 კგ), რომელმაც ავსტრიელ მარიო ვეიზინგერს, აზერბაიჯანელ ელჩინ ჰუსეინოვს და ისრაელის წარმომადგენელ ამიტ ბობოვიჩს აჯობა, ნახევარფინალში კი რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ორლანდი კაზორლას გაეჯიბრება.

დღეს ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ქალთა შორის ნატალია ყიფშიძემ და ეთერ ლიპარტელიანმაც იასპარეზეს, მაგრამ მარცხი განიცადეს. ყიფშიძე (48 კგ) გერმანელ სარა იშხტთან დამარცხდა, ხოლო ლიპარტელიანმა ასევე გერმანელ სეია ბალჰაუსთან წააგო და ასპარეზობას ორივე ნაადრევად გამოეთიშა.

0.114106