NBA-ში ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ კვლავ მარცხი განიცადა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა". ფრენკ ვოგელის გუნდი დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოკლაჰომას“ შეხვდა და 104:107 წააგო. აღსანიშვანავია, რომ ლოს ანჯელესელებმა მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრა მხოლოდ „ოკლაჰომა სიტი ტანდერის“ წინააღმდეგ ჩაატარეს და ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ.
უშუალოდ შეხვედრა „ლეიკერსის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და ტაიმი პირველ მეოთხედში მოპოვებული 4-ქულიანი სხვაობით მოიგო. (25:21, 27:27) -52:48. მეორე ნახევარის შუაში კი უპირატესობა 8 ქულიანი გახდა და საქმე თითქოს მიჯრით მეოთხე გამარჯვებისკენ მიდიოდა. მაგრამ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
შეხვედრის დასრულებამდე 5:35 წამით ადრე „ოკლაჰომამ“ პირველად გადაასწრო მეტოქეს. ამ მომენტში კარგად ითამაშა ალექსანდერმა, რომელიც რამდენიმე კალათბურთელს გასცდა და უილიამსს 2-ქულიანი ჩააგდებინა. შემდეგ კი „ლეიკერსის“ გაფუჭებული ტყორცნა გახდა იმის მიზეზი რომ 2-ქულიანი SGA-მ თავადვე ჩააგდდო და სხვაობა 3-ქულიანი გახადა. უნდა აღინიშნოს ენტონი დევისის პასით ბრედლის ჩაგდებული სამიანი, რამაც „ლეიკერსს“ თითქოს იმედები დაუბრუნა, თუმცა, შემდეგ მოხდა ის, რაც დღის თემა გახდა.
მატჩის დასრულებამდე 82 რჩებოდა, როდესაც ოკლაჰომა მხოლოდ 3-ქულით, 98:95-ს იგებდა და შეტევისთვის კიდევ 16 წამი ჰქონდა დარჩენილი, შეი გილჯეს ალექსანდერმა კი ცენტრიდან ისროლა და ეფექტური სამქულიანი მიითვალა. SGA „ოკლაჰომასთვის“ დღის გმირია და მასზე ბევრს საუბრობენ.
ლოს ანჯელესელებმა ბოლო წუთში კარმელოს სამიანით სხვაობა ისევ შეამციირეს, მაგრამ, ამას ალეკსანდერის შორეული პასით ლუგენც დორტის ჩატენვა მოჰყვა. ბოლო შეტევის დროს კი რასელ ვესტბრუკმა სამქულიანი ბაზერბითერი ვერ ჩააგდო და შეხვედრაც დასრულდა.
ბუნებრივია, რომ „ოკლაჰომას“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ალექსანდერმა შეიტანა. 23 წლის კანადელმა გამთამაშებელმა პარკეტზე 38:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 28 ქულა, 3 მოხსნა, 6 პასი, 1 დაფარება მიითვალა და შედეგიანობით მხოლოდ ენტონი დევისს ჩამორჩა.
სწორედ დევისი იყო საუკეთესო, რომელმაც 29 ქულით, 18 მოხსნით, 5 პასითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლიც შეასრულა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
ვოგელის გუნდიდან“ ენტონის გარდა რასელ ვესტბრიუკმა 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი, ხოლო კარმელო ენტონიმ 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
გამარჯვებულთაგან კი დორტს 17 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე პასი, ხოლო დარიუსს 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დერიკ ფეივორსმა შეასრულა - (10 ქულა, 11 მოხსნა).
აღსანისნავია, რომ „ლეიკერსი“ ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდებოდა, მათ შორის გუნდის ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოუწია თამაში, რომელიც ტერფის დაზიანების გამო კიდევ ერთი კვირა იუქმებს.
ამრიგად, „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 5 მოგება და 4 მარცხი აქვს, რომლითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ვოგელს გუნდი შემდეგ შეხვედრას მე-11 ადგილოსან „პორტლენდთან“ 7 ნოემბერს ჩაატარებს. ოკლაჰომას კი 6 მარცხის წილ მხოლოდ „ლეიკერსთან“ მოპოვებული 2 მოგება აქვს და მე-13 პოზიციაზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 8 ნოემბერს, "სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ გამართავს.