ფეხბურთი

11:03 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "ბოდო გლიმტთან" ფრეზე: "მსაჯმა ორი აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა"

იტალიურმა „რომამ“ კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ ვერცერთი მატჩი მოუგო. ორი კვირის წინ სტუმრად 1:6 შერცხვა, ხოლო ამჯერად საკუთარ მოედანზე ორჯერ აგებდა და საბოლოოდ ქულა გადაარჩინა - 2:2.

მატჩის შემდეგ „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ყველაფერი მსაჯს დააბრალა და თქვა, რომ ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ „რომას“ სასარგებლოდ ორი აშკარა პენალტი არ დანიშნა.

„საეჭვო? თქვენ ფიქრობთ, რომ საეჭვო პენალტი იყო? ტელევიზორში უყურეთ. ეს არ არის სასაცილო. ორი აშკარა პენალტი იყო, მეტი რა ვთქვა? ორი პენალტი ბევრია და ამან თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა. მათ კარში ორჯერ დაგვირტყეს და ორჯერვე გოლი გაგვიტანეს. შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ რეალურად ანგარიში გავათანაბრეთ და ორი პენალტი არ დაგვინიშნეს. VAR-ით თუ VAR-ის გარეშე ჩვენთვის არაფერი იცვლება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომას“ კონფერენს ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ლიდერ „ბოდო გლიმტს“ ქულით ჩამორჩება.

0.114563