ფეხბურთი

21:25 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგის" მწვრთნელი: "მსაჯს თამაშზე მეტად ნეიმარის ავტოგრაფი აინტერესებდა"

გერმანული „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯესი მარშმა „პარი სენ ჟერმენთან“ (2:2) მატჩის შემდეგ შვედი არბიტრი ანდრეას ეკბერგი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, მსაჯს უფრო მეტად ნეიმარის ავტოგრაფი აინტერესებდა, ვიდრე უშუალოდ თამაში.

„ვიცი, რომ პატარა კლუბების მიმართ პატივისცემა არ არის იგივე, როგორც დიდი კლუბების მიმართ. არაფერი იცვლება, არც გულშემატკივრების სტვენით, მეოთხე მსაჯსაც იგივე დამოკიდებულება აქვს. მხოლოდ ორი არჩევანი მქონდა: ან ყველაფერს შევგუებოდი, ან აღშფოთების გამოხატვით მსაჯისგან მეტი პატივისცემის მიღება მეცადა. VAR-ი რომ არ ჩარეულიყო, პენალტს არ დანიშნავდა, არადა, დარღვევა აშკარა იყო. ზოგჯერ ჩანდა, რომ მსაჯს უფრო მეტად თამაშის ბოლოს ნეიმარის ავტოგრაფი აინტერესებდა, ვიდრე მატჩი, სერიოზულად ვამბობ. ნეიმარის, მბაპეს და დი მარიას აქ ყოფნა შესანიშნავია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი თამაშია, რომელშიც ყველაფერი წესების მიხედვით უნდა მიდიოდეს“, - თქვა მარშმა.

შეგახსენებთ, რომ „ლაიფციგმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე დაკარგა.

0.119998