ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დასრულდა და სიმბოლური ნაკრები ცნობილია. უეფას ვებგვერდმა საუკეთესო თერთმეტეული Fantasy Football-ის მიხედვით შეადგინა.
საინტერესოა, რომ სიმბოლურში 11 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელი მოხვდა და ის ასე გამოიყურება.
მეკარე: ოდისეას ვლახოდიმოსი (ბენფიკა)
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), რიდლე ბაკუ (ვოლფსბურგი), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები: კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსჟ), ეტიენ კაპო (ვილიარეალი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პაულო დიბალა (იუვენტუსი)