ორიოდ დღის წინათ, ყატარული „ალ სადის“ ხელმძღვანეკლობა „ბარსელონასას“ შეხვდა, საუბარი, ცხადია, ჩავი ერნანდესის კატალონიურ კლუბში გადასვლას შეეხებოდა.
შეხვედრას „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა არ დასეწრო და შეხვედრაზე თავისი მოადგილეები გააგზავნა - წერს Marca.
წყაროს ინფორმაციით, „ალ სადის“ გავლენიან შეიხს პირადად სურდა ლაპორტასთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თხოვნა არ შეასრულა და შეხვედრაზე, რომელსაც ვახშმის ფორმა ჰქონდა, თანაშემწეები მიავლინა. აღნიშნულმა ფაქტმა ნეგატიურად იმოქმედა მოლაპარაკებაზე.
დასკვნითი შეხვედრა დღეს, 4 ნოემბერს უნდა გაიმართოს და ჩავის ბედი გადაწყდეს.