ფეხბურთი

11:50 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი, მისი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ

ყატარული „ალ სადის“ დამრიგებელმა, ჩავი ერნანდესმა, ჟურნალისტებს მისი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ესაუბრა.

ბოლო ინფორმაციით, კატალონიელები ყატარელებს 1 მილიონ ევროს გადაუხდიან და უახლოეს დღეებში დაამთავრებენ მოლაპარაკებას. სპეციალისტი თანახმაა თავისი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს.

„პოზიტიური ადამიანი ვარ და ყოველთვის საღი აზრის მჯერა. ორი კლუბი ერთმანეთს ელაპარაკება და ბოლოს შეთანხმებას მიაღწევენ. ვიმედოვნებ, ეს მალე მოხდება. მესია არ ვარ, სასწაული რომ მოვახდინო, მაგრამ მინდა „ბარსელონას“ აზარტი დავუბრუნო.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს TV3.

0.117005