არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სკალონიმ რამდენიმე ახალგაზრდა და დებიუტანტი ფეხბურთელი გამოიძახა, რითაც ყველა გააოცა. ისინი ძირითადად არგენტინის ჩემპიონატში თამაშობენ, მაგრამ არის გამონაკლისი - მატიას სულე, რომელიც „იუვენტუსის“ წევრია, მაგრამ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია და 23-წლამდე გუნდის რიგებში ირჯება, რომელიც თავის მხრივ სერია C-ში ასპარეზობს. 18 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ტურინელთა სარეზერვო გუნდში 12 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და მას სათამაშო სტილით პაულო დიბალას ადარებენ. არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხუან მუსო (ატალანტა), ფედერიკო გომეს გერტი (ტიგრე)
მცველები: ნაუელ მოლინა (უდინეზე), გონსალო მონტიელი (სევილია), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (ბეტისი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), მარკოს აკუნია (სევილია), გასტონ ავილა (როსარიო სენტრალი)
ნახევარმცველები: გუიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (პსჟ), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), ენცო ფერნანდესი (რივერ პლეიტი), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ჯოვანი ლო სენსო (ტოტენჰემი), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია), ანხელ დი მარია (პსჟ), ტიაგო ალმადა (ველესი), კრისტიან მედინა (ბოკა ხუნიორსი), მატიას სულე (იუვენტუსი U23)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (პსჟ), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ხულიან ალვარესი (რივერ პლეიტი), ხოაკინ კორეა (ინტერი), ტიაგო ალმადა (ველესი), სანტიაგო სიმონი (რივერ პლეიტი), ეზეკიელ სებალოსი (ბოკა ხუნიორსი)
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 11 ნოემბერს, მონტევიდეოში ურუგვაის ესტუმრება, ხოლო 16 ნოემბერს, სან ხუანში ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებს. „ალბისელესტეს“ 11 თამაშში 25 ქულა აქვს მოპოვებული, მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება და მეორე ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება.