ფეხბურთი

0:38 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-სადის" დირექტორი: "ჩავის წასვლას ასეთ დროს ვერ დავუშვებთ"

ყატარული „ალ-სადი“ ჩავი ერნანდესის „ბარსელონაში“ გაშვების წინააღმდეგია. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ტურკი ალ-ალიმ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ სეზონის მიმდინარეობისას, ისინი მთავარ მწვრთნელს ვერ შეელევიან.

„კლუბის პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. ვცდილობთ ჩავი შევინარჩუნოთ და ვერ დავუშვებთ სეზონის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მის წასვლას“, - თქვა ალ-ალიმ.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონა“ იმედს არ კარგავს და ყატარში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი გაფრინდნენ. ისინი ეცდებიან, რომ ალ-სადთან მოლაპარაკებები წარმატებით დახურონ.

ამასობაში, რაც დრო გადის, „ბარსელონას“ ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრიც უწევს და ანდრეა პირლოს კანდიდატურა კვლავ აქტუალური გახდა. თუმცა, მანამდე ჩავისთვის ბრძოლა გრძელდება.

შეგახსენებთ, ესპანელ სპეციალისტს „ალ-სადთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, „ბარსას“ კი დროებით სერხი ბარხუანი ხელმძღვანელობს.

0.116113