ფეხბურთი

18:39 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოში" ლევან კორღალიძე დაბრუნდა

თბილისის "საბურთალოში" ლევან კორღალიძე დაბრუნდა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხვიჩა შუბითიძე შეცვალა. ინფორმაცია საქართველოს 2019 წლის ჩემპიონის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. „საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“, - ციტირებს კორღალიძის სიტყვებს თბილისური გუნდის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო, ის „საბურთალოს“ მიმდინარე სეზონის დასაწყისშივე ავარჯიშებდა, თუმცა მაშინ ხვიჩა შუბითიძემ შეცვალა. „საბურთალო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 50 ქულით მეოთხე ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, თბილისელები საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან, სადაც 24 ნოემბერს, „დინამო ბათუმს“ შეხვდებიან.

0.112904