ფეხბურთი

18:11 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოდან" ხვიჩა შუბითიძე დაითხოვეს

თბილისის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხვიჩა შუბითიძე დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც „საბურთალოს“ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, შუბითიძეს მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებები უსურვეს.

„საბურთალოში“ მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისურმა გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში ერთადერთი ქულა მოიპოვა და მესამეადგილოსან გორის „დილას“ 6 ქულით ჩამორჩა.

ხვიჩა შუბითიძე თბილისის „საბურთალოს“ მიმდინარე წლის აპრილიდან მოყოლებული წვრთნიდა.

0.12844